მიხეილ სააკაშვილი - მივესალმები, რომ ჩემს სასამართლო საქმეში ჩაერთნენ ძალიან ავტორიტეტული ამერიკელი სასამართლო და სამედიცინო ექსპერტები - მსოფლიო საბოლოოდ გაიგებს რეალურ ფაქტებს და სიტუაციას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფო 2008 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაარჩინა.

სააკაშვილის თქმით, რომ არა მე-6 ფლოტი და ჰუმანიტარული სამხედრო ოპერაცია, დღეს საქართველო აღარ იარსებებდა.

„როდესაც ამერიკაზე ვსაუბრობთ, ნუ გვავიწყდება, რომ 2008 წელს სწორედ ამერიკამ შეაჩერა ომი და გადაარჩინა საქართველოს სახელმწიფო. რომ არა მე-6 ფლოტი და ჰუმანიტარული სამხედრო ოპერაცია, დღეს საქართველო აღარ იარსებებდა. გარდა ამისა, ჯო ბაიდენის ინიციატივით, მაშინ გამოიყო 1 მლრდ დოლარი, რითაც გადარჩა ქართული ეკონომიკა”,- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდზე.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი მიესალმება მის საქმეში ამერიკელი ექსპერტების ჩართვას და აცხადებს, რომ მსოფლიო გაიგებს რეალურ ფაქტებს.

„მივესალმები, რომ ჩემს სასამართლო საქმეში ჩაერთნენ ძალიან ავტორიტეტული ამერიკელი სასამართლო და სამედიცინო ექსპერტები. რაც არ უნდა დაადგინოს სასამართლომ, მსოფლიო საბოლოოდ გაიგებს რეალურ ფაქტებს და სიტუაციას”, - წერს მიხეილ სააკაშვლი სოციალურ ქსელში.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა