სოსო გოგაშვილთან ადვოკატი შევიდა - მას ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

როგორც ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, ბრალის წარდგენის შემდეგ ცნობილი გახდება თუ კონკრეტულად რას ედავებიან სოსო გოგაშვილს.

"დაახლოებით რა ინფორმაციაც არის დაკავების ოქმში და რა მუხლებიც გაჟღერდა ჩემს მიერ, აღნიშნულ მუხლებთან დაკავშირებით მოხდება ოფიციალურად ბრალის წარდგენა. მიეთითება კონკრეტულად რას ედავებიან და რა მტკიცებულებების საფუძველზე. ამ ეტაპზე არ გვინახავს დადგენილება, ასევე დადგენილებასთან ერთად გადმოგვეცემა სისხლის სამართლის საქმის სრული მასალები და უფრო მეტი გახდება ცნობილი. ყველა დოკუმენტი დღეს უკვე მექნება და როდესაც გავეცნობი, შემდეგ მოგახსენებთ დამატებით ინფორმაციას", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება სოსო გოგაშვილის სამედიცინო შემოწმების საკითხს, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაცვის მხარეს აღნიშნულზე შესაბამისი უწყებისთვის მიმართული აქვს.

"ჩვენ მიმართული გვაქვს, რომ ჩაუტარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების მიერაც ვფიქრობ, მოხდება შესაბამისი ექსპერტების შემოყვანა დროებითი მოთავსების იზოლატორში", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, თუმცა, არ აკონკრეტებენ, რომელია „მიმდინარე საქმე".

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა