კოკა კაციტაძე სოსო გოგაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობაზე - ექსპერტიზა მიმდინარეობს, ველოდებით შედეგებს

ექსპერტიზა არის დანიშნული და ველოდებით შედეგებს. როდის დასრულდება არ ვიცით, მიმდინარეობს, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებთან, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობის საკითხზე, მისი უწყების მიერ დაწყებული გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების დაწყების საფუძველი ოჯახის მიმართვა გახდა.

„გამოძიება დაიწყო გუშინ, საქართველოს სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 333- ე მუხლის მესამე ნაწილის ბე ქვეპუნქტით, რაც ნიშნავს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჩვენთან შემოსული შეტყობინება, სადაც ოჯახი მიუთითებდა, რომ გოგაშვილის მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედება იქ ჩატარებული ღონისძიების დროს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ამ ეტაპზე. დაინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტი იმსჯელებს შესაძლო დაზიანებებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კაციტაძემ.

ცნობისათვის, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა