შალვა პაპუაშვილი - ისე ხდება წარმოჩენა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს, რომელიც სესიას იწვევს, მუშაობა სურს და სხვას - არა, რეალობაში კი პირიქითაა

რიგგარეშე სესიის მოწვევით, ისე ხდება წარმოჩენა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს, რომელიც სესიას იწვევს, მუშაობა სურს და სხვას - არა. რეალობაში პირიქითაა, საპარლამენტო მუშაობა მიდის და ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტირებს ამ საპარლამენტო სამუშაოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი ინკლუზიური პროცესის მონაწილე იყოს, მიმდინარეობს ისეთი სურათის წარმოჩენა, რომ პარლამენტი არ მუშაობს, "რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა". მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციის ნაწილს, ნუ უცხადებენ ბოიკოტს საპარლამენტო მუშაობას.

„საპარლამენტო საქმიანობა მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ნაწილია ჩართული, ხოლო ოპოზიციის ნაწილი უარს აცხადებს მუშაობაზე. რიგგარეშე სესიის მოწვევით, ისე ხდება წარმოჩენა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს, რომელიც სესიას იწვევს, მუშაობა სურს და სხვას - არა. რეალობაში პირიქითაა, საპარლამენტო მუშაობა მიდის და ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტირებს ამ საპარლამენტო სამუშაოს.

ის ოთხი საკითხი, რომელიც თქვენს მიერ პრეზიდენტის მიმართ მიმართვაში იყო ჩამოწერილი, როგორც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, პირველი ეხებოდა საკონსტიტუციო საკითხებს, რაც არ შედის 12 პუნქტის ნაწილში. მეორე საკითხი, საერთო სასამართლოებზე ეწინააღმდეგება 12 პუნქტს, ის გულისხმობს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის გადავადებას. პირიქით, ევროკომისია გვთხოვს, რომ ავირჩიოთ არამოსამართლე წევრები. მესამე საკითხიც საერთო სასამართლოების ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან ითვალისწინებს უვადოდ დანიშნული მოსამართლეების გათავისუფლების მექანიზმის შემოღებას. მეოთხე საკითხი, რაც ანტიკორუფციულ საკითხებს შეეხება, იმდენად მოცულობითი საკითხია, კომიტეტშიც არ არის განხილული. ეს საკითხი არის 12 პუნქტში, მაგრამ ის საკითხია, სადაც თანამშრომლობაა საჭირო. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება პროცესის ინკლუზიურობას და თანხმობისკენ მიმართვას. როგორ წარმოგიდგენიათ ინკლუზიურობა, როდესაც მზა კანონპროექტების მიღებას გვთავაზობთ, მათ შორის, რომელიც ეწინააღმდეგება 12 პუნქტს და საქართველოს კონსტიტუციას. ნაცვლად იმისა, რომ იმ ინკლუზიური პროცესის მონაწილეები იყოთ, რომელიც პარლამენტმა დაიწყო, სურათის წარმოჩენა, რომ პარლამენტი არ მუშაობს და ახლა უნდა დაიწყოს მუშაობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. მინდა ყველას მოვუწოდო, ნუ უცხადებენ ბოიკოტს საპარლამენტო მუშაობას, რომელიც მიმდინარეობს“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, პარლამენტის მუშაობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ 7 კომიტეტის სხდომა ჩატარდა, ამასთან, უკვე ჩატარდა 5 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 12 პუნქტის გარშემო.

„ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ 7 კომიტეტის სხდომა ჩატარდა, აქამდე უკვე ჩატარდა 5 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 12 პუნქტის გარშემო, კომიტეტის სხდომებიც ამას ეძღვნებოდა. დღეს, მაგალითად, თავდაცვის კომიტეტს აქვს ჩანიშნული სხდომა, სადაც განიხილება ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც 12 პუნქტის ერთ-ერთი ნაწილია, ხვალ იურიდიულ კომიტეტს ექნება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა”,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, პროცესის მიზანია არა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულება, არამედ პოლარიზაციის გაღრმავება.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა