დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - ამ გადაწყვეტილების მიღება ხსნის გზას კომისიებში, დროებით ჯგუფებში და კომიტეტებში მუშაობაში მონაწილეობაზე - თუ გვინდა, მოიხსნას პრობლემები და ასე ვიმუშაოთ, ესაა მარტივი გზა

ამ გადაწყვეტილების მიღება [საკონსტიტუციო ცვლილებები] ხსნის გზას კომისიებში, დროებით ჯგუფებში და კომიტეტებში მუშაობაში მონაწილეობაზე - თუ გვინდა, მოიხსნას პრობლემები და ასე ვიმუშაოთ, ესაა მარტივი გზა, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები 12-პუნქტიან რეკომენდაციებს შეესაბამება.

„საკონსტიტუციო ცვლილების თემა იმიტომაა წამოწეული წინა პლანზე, რომ ის სრულად შეესაბამება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს. იქ საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, 19 აპრილის შეთანხმებაზე. ეს ცვლილებები ზუსტად ამ თემებს ეხმიანება. ესაა საკითხი, რომელიც ერთობლივად შევიმუშავეთ. ერთი წლის წინ ერთად მოვაწერეთ ხელი მის ინიცირებას საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ „საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საპარლამენტო უმრავლესობის კეთილი ნებაა და არა ვალდებულება“, რაზეც უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ პროცესებში არა კეთილი ნება, არამედ პოლიტიკური ნება არსებობს.

„დღემდე მეგონა, რომ პოლიტიკურ პროცესებში მნიშვნელოვანია ნება, მაგრამ ამას ჰქვია პოლიტიკური ნება. კეთილი ნებით რაღაცებს ვაკეთებთ კერძო ცხოვრებაში. ასევე არსებობს პოლიტიკური ნება, რაც შედგება გაცილებით მრავალი კომპონენტისგან, როდესაც ვითვალისწინებ ბევრ რამეს, შემდეგ ყალიბდება რაღაცის გაკეთების ნება. ახლა ვეძებთ პოლიტიკურ ნებას. კეთილი ნება რა არის - პირველი მოსმენისას მქონდა, მეორე მოსმენისას აღარ მომწონს შენი თვალები და აღარ მაქვს ნება, მესამე მოსმენაზე შეიძლება მომინდეს. სულ არ ვარ დაბალი ბარიერის მომხრე, მაგრამ ვხედავ, რომ აქ არის შესაძლო კონსენსუსი პოლიტიკური ცხოვრების რაღაც ფორმით ნორმალიზებისკენ“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა