შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას - საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ 7 კომიტეტის სხდომა ჩატარდა, აქამდე უკვე ჩატარდა 5 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 12 პუნქტის გარშემო, კომიტეტის სხდომებიც ამას ეძღვნებოდა

საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ 7 კომიტეტის სხდომა ჩატარდა, აქამდე უკვე ჩატარდა 5 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 12 პუნქტის გარშემო, კომიტეტის სხდომებიც ამას ეძღვნებოდა“,- ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას ბიუროს სხდომაზე.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, საპარლამენტო მუშაობა მიმდინარეობს.

„მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ, შეცდომაში რომ არ იყოს შეყვანილი, იცოდეს, რომ საპარლამენტო საქმიანობა მიმდინარეობს. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ 7 კომიტეტის სხდომა ჩატარდა, აქამდე უკვე ჩატარდა 5 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 12 პუნქტის გარშემო, კომიტეტის სხდომებიც ამას ეძღვნებოდა.

დღეს, მაგალითად, თავდაცვის კომიტეტს აქვს ჩანიშნული სხდომა, სადაც განიხილება ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც 12 პუნქტის ერთ-ერთი ნაწილია, ხვალ იურიდიულ კომიტეტს ექნება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. საპარლამენტო საქმიანობა მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ საპარლამენტო მუშაობაში ოპოზიციის ნაწილი ჩართულია, ხოლო ოპოზიციის ნაწილი უარს აცხადებს საპარლამენტო მუშაობაში ჩართვაზე და ამ რიგგარეშე სესიის მოწვევით ხდება ისე წარმოჩენა, თითქოს ამ ნაწილს ოპოზიციისა, რომელიც იწვევს სესიას, სურს მუშაობა და სხვას არ სურს მუშაობა, არადა, საქმე, რეალობაში, არის პირიქით. პირიქით იმიტომ, რომ საპარლამენტო მუშაობა მიდის და სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს ამ საპარლამენტო სამუშაოს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს