მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციას - ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის ამბები სინამდვილეში ერთ მიზანს ემსახურება - საკუთარი უზარმაზარი შეცდომა, რომელიც გაკვირვებას იწვევს მოსახლეობაში, რაღაცნაირად აიხსნას და გადაიფაროს

12 პუნქტთან დაკავშირებით დღეს, არც ერთი საკითხი არ არის მზად ფორმალური თუ არაფორმალური მიზეზით, რომ პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგში შევიდეს. ამის გადასაფარად იწარმოება დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვიფიქროთ, რომ სიმულაცია შევქმნათ, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობის დაწყების მიზნით ჩანიშნული პლენარული სხდომა, რაღაცით ბუტაფორიულად შევფუთოთ, ანუ ხელოვნურად მოვიგონოთ მიზეზი, რომ ახლა შეცდომით და რეგლამენტის წესების დარღვევით ინიცირებული სხდომა „გავაპრავოთ“. ეს არ არის თავსებადი რეგლამენტის მოთხოვნებთან. სინამდვილეში, ეს არის ვიღაცისთვის დაგეგმილი თამაში, რომ რაღაც ახალი ასპარეზები გაიხსნას იმისთვის, რომ გადაიფაროს რეალურად ნამდვილი მუშაობა“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თორმეტ პუნქტიან გეგმაზე მუშაობა დაწყებულია, რომელშიც უმრავლესობასთან ერთად ჩართულია ოპოზიციის გარკვეული ნაწილი და მან დანარჩენ ოპოზიციას მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდა.

„12 პუნქტიანი გეგმა, გულისხმობს ერთობლივ მუშაობას ყველა საკითხზე. მუშაობა დაწყებულია თორმეტივე საკითხზე და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამაში ჩაერთვნენ და აქტიურად მონაწილეობენ, ეს არის ერთადერთი უალტერნატივოდ სწორი რამ. არიან პოლიტიკოსები, პარლამენტარები, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება და მუშაობაში ჩაერთნენ, მუშაობაში, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მონაწილეობით და არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამაში არ ჩაერთვნენ და დღეს იძახიან, რომ არიან კონსტრუქციულები და ამის შემდეგ, იგონებენ მიზეზებს, როგორ ახსნან საკუთარი დაშვებული უზარმაზარი შეცდომა. ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის ამბები სინამდვილეში ერთ მიზანს ემსახურება რომ საკუთარი უზარმაზარი შეცდომა, რომელიც მართლა გაკვირვებას იწვევს მოსახლეობაში, რაღაცნაირად აიხსნას და გადაიფაროს. სამწუხაროდ, პრეზიდენტიც რაღაცნაირად, უნებლიედ აღმოჩნდა ამ მცდელობების ხაზის გამგრძელებელი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა