პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - ჩვენი სურვილი იყო, რომ რიგგარეშე სესიის დანიშვნით კიდევ ერთხელ გადადგმულიყო ერთი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, მოხდა პირიქით

ჩვენი სურვილი იყო, რომ რიგგარეშე სესიის დანიშვნით კიდევ ერთხელ გადადგმულიყო ერთი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, მოხდა პირიქით, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც შეაფასა „ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, რომლის თანახმად რიგგარეშე სესია აღარ ჩატარდება.

მისი განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ყველა ფორმატში უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა, რათა შესრულდეს 12 პუნქტი, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

“ჩვენთვის ცოტა გაუგებარია, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში დეპუტატები აცხადებენ, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევა შეიძლება იყოს დესტრუქციისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ მიგვაჩნია პირიქით, რომ ოპოზიციამაც უნდა იმუშაოს იმ სამუშო ჯგუფებში, რომელიც შექმნილია და ასევე უმრავლესობას უნდა მიეცა თანხმობა გახსნილიყო რიგგარეშე სესია. პრეზიდენტმა იმოქმედა თავისი კონსტიტუციური უფლება-მოსილების ფარგლებში, რომელსაც მიმართა 46-მა დეპუტატმა რიგგარეშე სესიის მოთხოვნის შესაბამისად და პრეზიდენტმა 44-ე მუხლის თანახმად, 18 ივლისს ჩანიშნა რიგგარეშე სესია.

ბიუროს სხდომაზე იყო განხილვა დღის წესრიგთან დაკავშირებით, არ ვიცი, ლამის ჩვენ მოგვთხოვეს დღის წესრიგის შედგენა. რეგლამენტის თანახმად, სწორედ ბიუროა პასუხისმგებელი დღის წესრიგის შედგენაზე, ასე რომ ამ შემთხვევაში, ისრების ჩვენკენ გამოშვერა ცოტა უხერხულია. უბრალოდ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად ყველა ფორმატში, როგორც სასესიო, ისე არასასესიო ფორმატში უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა, რათა შესრულდეს ის 12 პუნქტი, რაც ევროკავშირმა წამოგვიყენა შესასრულებლად. პრეზიდენტმა იმოქმედა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, მოიწვია რიგგარეშე სესია, ხოლო დანარჩენი საკითხები, რაც ბიუროს უნდა განეხილა, ამაზე უარი განაცხადა მმართველმა გუნდმა. ჩვენი სურვილი იყო, რომ ამ სესიის დანიშვნით კიდევ ერთხელ გადადგმულიყო ერთი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, მოხდა პირიქით”, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა