დავით უსუფაშვილი შალვა პაპუაშვილს - კონსულტაციების შედეგად ბევრი არაფერი მიგვიღია, თქვენს ოთახში მეც ვყოფილვარ, კანონის, დეკლარაციების, რეზოლუციების ერთობლივ ინიცირებაზე გვისაუბრია, მაგრამ ვერ და არ მიგვიღია

კონსულტაციების შედეგად ბევრი არაფერი მიგვიღია, თქვენს ოთახში მეც ვყოფილვარ, კანონის, დეკლარაციების, რეზოლუციების ერთობლივ ინიცირებაზე გვისაუბრია, მაგრამ ვერ და არ მიგვიღია - სუპერ ამოცანაა, რომ ერთობლივი მუშაობა მოხერხდეს, ეს არა მარტო ევროპას, პირველ რიგში, ჩვენს ხალხს სჭირდება,- ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ბიუროს სხდომაზე.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ წინასწარი კონსულტაციები არ გაიარა რიგგარეშე სხდომის საკითხზე უმრავლესობასთან, მანამდე არსებული გამოცდილებით იყო განპირობებული.

„ყველანი ვალდებულნი ვართ, მოვლენებს შევხედოთ სხვა პერსპექტივით. სწორი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან წინასწარ არ იყო ამ თემაზე კონსულტაცია, სანამ პრეზიდენტთან წავიდოდა ის ნაბიჯი? - არ იყო სწორი, მაგრამ რით იყო განპირობებული ეს არასწორი ნაბიჯი? - მანამდე არსებული მოვლენებით, რადგან კონსულტაციების შედეგად ბევრი არაფერი მიგვიღია. თქვენს ოთახში მეც ვყოფილვარ და რაღაც კანონის, დეკლარაციების, რეზოლუციების ერთობლივ ინიცირებაზე გვისაუბრია, მაგრამ ვერ და არ მიგვიღია. სწორია თქვენი დამოკიდებულება, რომ „თქვენ მაინც არ ჩაერთვებით პროცესში“? - გასაგებია, ჰო, ყოფილა შემთხვევები, როცა ოპოზიცია არ ჩაბმულა პროცესში. სიმართლე ორივე მხარეს გვაქვს ჩვენ ჩვენი და ორივე ვთვლით, რომ მეტი სიმართლე ჩვენს მხარესაა, მაგრამ დღეს არის თუ არა სუპერ ამოცანა, რომ მოხერხდეს ერთად მუშაობა საპარლამენტო ოპოზიციის მიერ მაინც და საკითხების უმრავლესობის მაინც ერთად მიღება, არავის ილუზია არ აქვს, რომ ყველაფერზე შევჯერდებით. ეს ერთობა ჭირდება არა მარტო ევროპას, ჩვენს ხალხს სჭირდება პირველ რიგში,“- განაცხადა უსუფაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა უმრავლესობის მხრიდან გაჟღერებულ რეპლიკას „ვინ გიშლით ხელს“ და აღნიშნა, რომ თუ ერთად მუშაობაზე პასუხი ესაა, მეტს აღარ ისაუბრებს.

„თუ ეგაა პასუხი - „ვინ გიშლით ხელს“, გავჩუმდები. ბოდიშს ვიხდი, რომ უცხო მატერიებზე ვლაპარაკობ, კარგი რეპლიკა იყო და მივიღე,“- განაცხადა უსუფაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს