გიორგი ვაშაძე - პარლამენტის სხდომათა დარბაზის ჩარაზული კარი სიმბოლოა, როგორ უნდათ, რომ ჩარაზონ ქვეყნის პერსპექტივა და ევროკავშირი არ შემოახედონ საქართველოში, დაგვტოვონ რუსეთთან პირისპირ

პარლამენტის სხდომათა დარბაზის ჩარაზული კარი არის იმის სიმბოლო, როგორ უნდათ, რომ ჩარაზონ საქართველოს პერსპექტივა და ევროკავშირი არ შემოახედონ საქართველოში, დაგვტოვონ რუსეთთან პირისპირ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ მოწვეული რიგგარეშე სესია არ ჩატარდება.

აღნიშნული განცხადება გიორგი ვაშაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზის ჩაკეტილ კარებთან სიმბოლურად გააკეთა. როგორც მან განმარტა, ჩაკეტილი კარები მმართველი პარტიის შიშის სიმბოლოა.

„დღეს, „ქართულმა ოცნებამ” ნამდვილად განიცადა სტრატეგიული მარცხი იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც ქვეყნის შიგნით ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ასევე დასავლელი პარტნიორების თვალწინ მოვახდინეთ მათი ლუსტრაცია, მაგრამ დიდი პოლიტიკური მარცხი მათ უნდა განიცადონ შემოდგომაზე, იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ. ეს ჩარაზული კარი არის იმის სიმბოლო, როგორ უნდათ, რომ ჩარაზონ საქართველოს პერსპექტივა და ევროკავშირი არ შემოახედონ საქართველოში, დაგვტოვონ რუსეთთან პირისპირ. სამწუხაროდ, ეს დაკეტილი კარები არის სიმბოლო საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლისა, რაც “ქართულ ოცნებას” აქვს გაჩაღებული. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რიგგარეშე სესიის ფარგლებში პარლამენტის სხდომები არ გაიმართება. მიზეზი ის გარემოებაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სხდომებში მონაწილეობას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კვორუმის მიზეზით სხდომები ვერ გაიხსნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა