ლევან ბეჟაშვილი - პარლამენტის სხდომათა დარბაზის ჩარაზული კარები არის სიმბოლო, როგორ უყურებს „ქართული ოცნება“ ჩვენს ეროვნულ პერსპექტივას - ისინი უარს გვეუბნებიან, დავიწყოთ მუშაობა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე

პარლამენტის სხდომათა დარბაზის ჩარაზული კარები არის სიმბოლო იმისა, როგორ უყურებს „ქართული ოცნება“ ჩვენს ეროვნულ პერსპექტივას. ისინი ამ ქმედებით პრაქტიკულად უარს გვეუბნებიან იმაზე, რომ აქტიური მუშაობა დავიწყოთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, რის გამოც პლენარული სხდომები არ გაიმართება. მისი განმარტებით, ამ ქმედებით მმართველი პარტია ევროპულ პერსპექტივაზე უარს ამბობს.

„მიუხედავად იმისა, რომ საკითხები უკვე მზად არის, კონკრეტული საკითხები ინიცირებულია და შესაძლებელი იყო დღესვე განხილულიყო კომიტეტის სხდომებზე , ხოლო რიგგარეშე სესია უახლოეს პერიოდში ჩანიშნულიყო, ბიურომ კონსტიტუციის დარღვევით უარი გვითხრა. პრაქტიკულად, ამით უარს გვეუბნებიან საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. ვხედავთ, რომ ისინი ანტიდასავლურ კამპანიაში არიან ჩართული და რეალურად, არ აქვთ პოლიტიკური ნება შესრულდეს 12-პუნქტიანი გეგმა”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რიგგარეშე სესიის ფარგლებში პარლამენტის სხდომები არ გაიმართება. მიზეზი ის გარემოებაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სხდომებში მონაწილეობას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კვორუმის მიზეზით სხდომები ვერ გაიხსნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო