დავით უსუფაშვილი - ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ 12 პუნქტის შესასრულებლად საჭირო ყველა შესაძლო გადაწყვეტილებაზე - ამ პროცესში არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანა არასწორ გზაზე დააყენოს

ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ 12 პუნქტის შესასრულებლად საჭირო ყველა შესაძლო გადაწყვეტილებაზე და შემოდგომიდან ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერის აქტიური ფაზა გვექნება. ამ პროცესში არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანა არასწორ გზაზე დააყენოს, - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა იმას, რომ “ქართული ოცნების“ მიერ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, პლენარული სხდომები არ გაიმართება.

უსუფაშვილის განმარტებით, ეს იყო უმრავლესობის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

"საქმე იმაშია, რომ ამ პროცესში მონაწილეობა უმრავლესობამ მიზანშეწონილად არ ჩათვალა, რაც ჩემი აზრით, სწორი არ არის ვინაიდან ჩვენ ყველა და პირველ რიგში, ხელისუფლება უნდა ცდილობდეს შეხების წერტილების გაჩენას და არა, პირიქით. 12 პუნქტში სულ რომ არ იყოს ლაპარაკი საარჩევნო რეფორმაზე, შარლ მიშელის შეთანხმებაზე და ა.შ. თვითონ უნდა ეძებდეს, რომ რა გვაქვს პარლამენტში ჩვენ ისეთი თემები, რომელზეც შეიძლება ყველამ ერთად გადაწყვეტილება მივიღოთ, რათა ამან მოხსნას წინააღმდეგობები ყველა მხრიდან. ეს იყო ჩვენი მოტივაცია. “ოცნება” ამისთვის მზად არ არის და აპირებს პარლამენტში მუშაობა გააგრძელოს იმავე რეჟიმში, როგორც მუშაობდა. ჩვენი გეგმები მიმართული იქნება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიერ იმ ამოცანების შესრულებისკენ, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობის მოსაპოვებლად. ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ 12 პუნქტის შესასრულებლად საჭირო ყველა შესაძლო გადაწყვეტილებაზე და შემოდგომიდან ჩვენ გვექნება აქტიური ფაზა ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერისა. ამ პროცესში ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანა არასწორ გზაზე დააყენოს", - აცხადებს უსუფაშვილი.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ და ევროპელმა პარტნიორებმაც დაინახონ, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური ძალები, "რომლებსაც გულწრფელად სურთ ევროკავშირთან დაახლოება და კანდიდატის სტატუსის მიღება, რომლებსაც არანაირი ეჭვი არ აქვთ, ევროპა კარგია თუ ცუდი, რომლებსაც არ აქვთ ის მახინჯი წარმოდგენები, რომ ევროპა თურმე სადღაც ომისკენ უბიძგებს საქართველოს".

„ადამიანები, ვისაც გულწრფელად გვინდა ევროპასთან საქართველოს მომავლის დაკავშირება, მოვიქცევით ევროპული სტანდარტების შესაბამისად. კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს, ამაზე ცოტა მოგვიანებით გეტყვით", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს