გიგა ბოკერია - ეს რეჟიმი ღიად გვეუბნება, რომ ეცდება პროპაგანდის სახით ნებისმიერი აბსურდი „გვაჭამოს“

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით „ისტორია გამოიყურებოდა არა თუ არადამაჯერებლად, არამედ ყველა ნიშანი იყო იმისა, რომ სჯიდნენ ივანიშვილის გუნდის ყოფილ წევრს, მათი გადმოსახედიდან ღალატისთვის და ივანიშვილის მიმართ არალოიალობისთვის“.

ბოკერიას თქმით, "გოგაშვილის მიმართ ბრალდებამ კიდევ ერთხელ გვანახა, როგორი უტიფარია პროპაგანდა".

„ჯერ ერთი, საკმაო დროის განმავლობაში არაფერს არ გვეუბნებოდნენ, შემდეგ კი თურმე დიდი ხნის წინ ჩაუტარებიათ ამხელა სპეცოპერაცია ყოფილი თანამდებობის პირზე რუსეთის მოქალაქის ღირსების შელახვისთვის - ასე გამოვიდა.

ეს არის აბსურდი, ბოდვა და კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ეს რეჟიმი არა თუ პატივს არ სცემს საზოგადოებას, არამედ ღიად გვეუბნება - „შევეცდებით, რომ ნებისმიერი აბსურდი პროპაგანდის სახით გაჭამოთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა