თეონა აქუბარდია - შალვა პაპუაშვილსიგან არასწორი ინფორმაციის გავრცელება მინიმუმ უხერხულია და მიზნად ისახავს წარმოაჩინოს, თითქოს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიციაში განხეთქილებაა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თეონა აქუბარდია პარლამენტის თავმჯდომარეს, მიმართავს და აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის მხრიდან გაჟღერებული ინფორმაცია მიზნად ისახავს წარმოაჩინოს, თითქოს სამუშაო ჯგუფებში განხეთქილებაა.

“მსურს გამოვეხმაურო, პარლამენტის თავმჯდომარის ბატონი შალვა პაპუაშვილის მხრიდან საჯაროდ უკვე მეორედ ჩემი სახელის მოხსენიებას. მიმაჩნია, რომ მის მიერ ჩემთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება მინიმუმ უხერხულია მისგან და მიზნად ისახავს წარმოაჩინოს, თითქოს პარტიის პოზიციაში, არ ჩაერთოს სამუშაო ჯგუფებში, განხეთქილებაა.

მოგმართავთ პირადად თქვენ ბატონო შალვა, რომ თავი დაანებოთ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით დაბნეულობის შეტანის მცდელობას “სტრატეგია აღმაშენებლის” პარტიის პოზიციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში, რამდენადაც პარტიის სიით გასული არცერთი დეპუტატი არ არის ჩართული ამ სამუშაო ჯგუფებში. გიდასტურებთ იმასაც, რომ როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც ვაპირებ დავესწრო საკომიტეტო განხილვებს, სადაც მათ შორის ამ სამუშაო ჯგუფებში მიღებული პროექტების განხილვა უნდა მოხდეს ინკლუზიურად.

დღეს ბიუროს სხდომაზე თქვენ სამწუხაროდ არ გაიზიარეთ არასამთავრობოების რეკომენდაციით რიგგარეშე სესიის მოწვევის ის ინიციატივა, რომელიც ჩვენი მიმართვის საფუძველზე პრეზიდენტმა გაიზიარა. შესაბამისად, თქვენ არ გაიზიარეთ ის სულისკვეთება, რაც 19 აპრილის შეთანხმების საფუძველი და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების აუცილებელი წინაპირობა გახლავთ”, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო