მიხეილ ყაველაშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, სადაც სახელით და გვარით არის მოხსენებული ივანიშვილი, პრემიერის პასუხზე იძახით, რომ ივანიშვილის ადვოკატია, რა შუაშია ადვოკატი?!

ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, სადაც სახელით და გვარით არის მოხსენებული ივანიშვილი, პრემიერის პასუხზე იძახით, რომ ივანიშვილის ადვოკატია, რა შუაშია ადვოკატი?! - როცა უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრი ასეთ შეურაცხყოფას აყენებს შენი ქვეყნის მოქალაქეს და თქვენ ვერ ხვდებით, რომ ეს შენი ქვეყნის შეურაცხყოფაა, ეს არის უბედურება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ- მინისტრის ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი მიწერილი წერილის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მედიასაშუალებებს კითხვები არ უჩნდებათ "საქართველოს მოქალაქის უსამართლოდ დასჯაზე", არამედ კითხვები უჩნდებათ ამასთან დაკავშირებით პრემიერ- მინისტრის პასუხზე, რადგან ისინიც მისი თქმით, შეთქმულების მონაწილეები არიან.

„რას ნიშნავს არაფორმალური მმართველობა თუ არც ერთი ფაქტი არ არსებობს ამ ადამიანის ჩარევის? ნებისმიერი პატარა კომპანიაც რომ აიღო, დიდი კორპორაცია, სხვადასხვა კომპანიები, საჯარო სივრცე, როგორ გგონიათ, ხელმძღვანელის გარეშე რომელიც მუდმივ კავშირში არ არის თავის ქვეშევრდომებთან, კოლეგებთან, ხომ შეუძლებელია მართვა ნებისმიერი კომპანიის, კორპორაციის თუ მით უმეტეს ქვეყნის თუ სამინისტროსი?! ის, რომ ადამიანი არსებობს, ცოცხალია და ცხოვრობს საქართველოში, ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ არაფორმალური მმართველობაა და რაღაც ავტორიტეტი აქვს და გავლენა. ეს არის შეურაცხმყოფელი, ეს არ არის დასავლური ღირებულება, ეს არ არის ევროკავშირი. ფაქტები უნდა იყოს, რასაც მე მაგალითად კელი დეგნანს მივმართავ, წერილში აღვნიშნავ და თქვენ რომ მონათლეთ, რომ ეს არის თავდასხმა და შეურაცხყოფა დასავლური ღირებულებებს, არაფერი(ასეთი არ არის). იქ არის ფაქტები მოყვანილი, კითხვებია დასმული და პასუხებია მოყვანილი. ანალოგიურ ფაქტებზე დაყრდნობილი კითხვები რომ არსებობდეს ევროპარლამენტარების მხრიდან არაფორმალური მმართველობის მიმართულებით, მაშინ კიდევ შეიძლებოდა მსჯელობა და ასე ზედაპირულად საუბარი (მიუღებელია).

სამწუხაროა, რომ საქართველოს მედიასაშუალებებში საქართველოს მოქალაქეზე კი არ კეთდება აქცენტი, რომელიც უსამართლოდ ისჯება, გინდა ევროპარლამენტის მიმართულებით გინდა საბანკო სისტემის მიმართულებით, ამაზე კითხვა არ გიჩნდებათ და კითხვა გიჩნდებათ იმაზე, რომ როგორ ცდილობს, რომ პრემიერ- მინისტრი პასუხს სცემს ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოს მიმართ განხორციელებულ აქტზე, სადაც სახელით და გვარით არის მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილი და თქვენ იძახით, რომ ადვოკატია, რა შუაში ადვოკატი? გესმით რაზე ვსაუბრობთ? - ევროპარლამენტმა მიიღო შეურაცხმყოფელი რეზოლუცია, სადაც ჩაწერა, რომ ნიკა გვარამია და სააკაშვილი არიან უდანაშაულო და მთელმა საქართველომ იცით, ორივეს დანაშაულები და პირიქით ივანიშვილის განხორციელებული პოლიტიკური პროცესი, ქველმოქმედება და ფილანთროპია, რასაც თავად აშშ- ის ელჩი ხშირად აღნიშნავს ხოლმე. ამ უსამართლობაზე გვაქვს ჩვენ საუბარი. ფაქტია ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროპულმა საბჭომ და ევროკომისიამ არ გაიზიარეს. ეს არის უბედურება, რომ თქვენი ტელევიზიები ამ შეთქმულების ნაწილია, თქვენ საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს ინტერესებს კი არ იცავთ, ამ შეთქმულების ნაწილი ხართ. ევროპარლამენტის წევრები, გალერი შეურაცხყოფას აყენებს, პირდაპირ მოუწოდებს - თუ პატრიოტი ხარ, ქვეყანა უნდა დატოვოო, რას ნიშნავს ეს მოწოდება?! როცა უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრი ასეთ შეურაცხყოფას აყენებს შენი ქვეყნის მოქალაქეს და თქვენ ვერ ხვდებით, რომ ეს შენი ქვეყნის შეურაცხყოფაა, ეს არის უბედურება", - განაცხადა ყაველაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა