ირაკლი კობახიძე პრემიერის წერილზე  - ბიძინა ივანიშვილს არავის დაცვა არ სჭირდება -  ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა

ბიძინა ივანიშვილს არავის დაცვა არ სჭირდება, თვითონ შეუძლია მას. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა. როდესაც საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე, ოლიგარქიულ მმართველობაზე, ამით ზიანს აყენებენ მმართველობის სისტემას, რომელიც საქართველოში მოქმედებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

როგორც კობახიძე განმარტავს, მმართველობის სისტემაზე დარტყმის მიყენების საშუალება არავის უნდა მივცეთ.

“ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წერილი, რომელიც ევროკომისიის ხელმძღვანელს გაეგზავნა. თქვენ ნახეთ, რომ სპეკულაციებისთვის გამოიყენება, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე ის ჩანაწერი, რომელიც მოხვდა ევროპარლამენტის შეფასებაში დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათი ლობისტები ცდილობენ, ეს ჩანაწერი დაუკავშირონ ბიძინა ივანიშვილს. ამ კუთხით ევროკომისიის მხრიდან მნიშვნელოვანია სიცხადის შეტანა. მნიშვნელოვანია, ეს პოზიცია საჯაროდ დაფიქსირდეს იმისთვის, რომ სპეკულაციებისთვის არ დარჩეს სივრცე, ჩანაწერი არ იყოს გამოყენებული დამატებითი პოლარიზაცისთვის. ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პრემიერის წერილი, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენის პასუხი. რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო, მიზეზი არის ის, რომ ეს რეზოლუცია უსამართლოა. როდესაც რეზოლუცია საუბრობს, რომ უნდა გათავისუფლდნენ გვარამია და სააკაშვილი და დაისაჯოს ივანიშვილი, ჩალის ფასი ექნება ამ დოკუმენტს.

ბიძინა ივანიშვილს არავის დაცვა არ სჭირდება, თვითონ შეუძლია მას. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა. როდესაც საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე, ოლიგარქიულ მმართველობაზე, ამით ზიანს აყენებენ მმართველობის სისტემას, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ეს არის ჩვენი ღირსების საქმე, პრემიერის ღირსების საქმე, რომ არავის მივცეთ ასეთი დარტყმის მიყენების საშუალება მმართველობის სისტემაზე“,- აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს. პრემიერი ევროკომისიას მოუწოდებს, მკაფიო პოზიცია გამოხატოს ევროპარლამენტის რეზოლუციაში გამოთქმულ „უსაფუძვლო ბრალდებებზე“ და გაემიჯნოს კომისიის შეფასებით დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. რაც შეეხება კომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს, პრემიერი ამბობს, რომ ევროპული კომისიის პოზიციის სიცხადე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა