ირაკლი კობახიძე -  სესია ოპოზიციის მხრიდან სპექტაკლის დადგმას ემსახურებოდა

განა ჩვენ არ მივედით სადმე, ეს ოპოზიცია, რომელმაც რიგგარეშე სესია მოითხოვა, არ დადის სამუშაო ჯგუფებში, ეს არის რეალობა - სესია ოპოზიციის მხრიდან სპექტაკლის დადგმას ემსახურებოდა და რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის მიერ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ განუცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია არ აპირებს „იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც ოპოზიციამ შესთავაზა“.

„ოპოზიციას სავარაუდო დღის წესრიგი ჰქონდა შედგენილი. წარმოდგენილი იყო ოთხი საკითხი. ოთხივე საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკური პოზიცია გვაქვს დაფიქსირებული. რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს - აქ წელს არ ვაპირებთ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას. ამაზე პოლიტიკური პოზიცია არის მყარი. ხოლო რაც შეეხება ანტიკორუფციულ და სასამართლო საკითხებს, ამასთან დაკავშირებით შექმნილია ორი სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი. ჩვენ წარვადგინეთ კონკრეტული ვადები, რაც ვადებშიც მოხდება შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება და მიღება და ეს ვადები არ უკავშირდება მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არდადეგების პერიოდს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვაპირებთ იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც ოპოზიციამ შემოგვთავაზა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, რიგგარეშე სესიის ფარგლებში პარლამენტის სხდომები არ გაიმართება. მიზეზი ის გარემოებაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სხდომებში მონაწილეობას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კვორუმის მიზეზით სხდომები ვერ გაიხსნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა