ირაკლი კობახიძე - ბანკი თვითდაზიანებას იყენებს, დაზიანებას შვეიცარიულ საბანკო სისტემას და მთლიანად შვეიცარიის სახელმწიფოს აყენებს -  ამ ყველაფერს ჩაძიება სჭირდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, ის, რომ შვეიცარიული მედია Credit Suisse-თან დავით არ ინტერესდება ზუსტად ისეთივე უცნაურია, როგორც ის, რომ „ბანკი თვითდაზიანებას იყენებს“.

მისივე განცხადებით, ვის რაში შეიძლება შვეიცარიული საბანკო სისტემისთვის ამ მასშტაბის რეპუტაციული ზიანის მიყენება აინტერესებდეს ძალიან საინტერესოა.

„რატომ შეიძლება თვითდაზიანების მდგომარეობაში იყოს ერთ-ერთი პრესტიჟული შვეიცარიული ბანკი, ვის ინტერესებში შეიძლება იყოს ეს ყველაფერი და რამე პოლიტიკური კავშირი აქვს თუ არა ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს, როდესაც ბანკი მიუთითებს იმ რეზოლუციაზე, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო და რომელიც ევროპულმა საბჭომ და ევროპულმა კომისიამ არ გაიზიარა. ამის უკან შეიძლება რაღაცები ამოვიკითხოთ და ამაში სჭირდება ბუნებრივია ჩაძიება.

შვეიცარიული მედიისთვის ნებისმიერი ინფორმაცია, მით უმეტეს, ეს ინფორმაცია თავისი შინაარსით ასეთი სკანდალური იყო, რა თქმა უნდა, საინტერესო უნდა იყოს და მედია პირიქით ასეთ ინფორმაციას უნდა ეძებდეს, თუმცა ის რომ მედია ამ ყველაფრით არ ინტერესდება ზუსტად ისეთივე უცნაურია, როგორც ის, რომ ბანკი თვითდაზიანებას იყენებს და ამ დაზიანებას შვეიცარიულ საბანკო სისტემას და მთლიანად შვეიცარიის სახელმწიფოს აყენებს. ამ ყველაფერს ჩაძიება სჭირდება“, - აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან დავაში, იურიდიული ფირმა „ემ-ქეი-დი“ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, როგორც იურიდიული ფირმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია არცერთმა წამყვანმა შვეიცარიულმა მედია საშუალებამ - არც გაზეთმა, არც ტელევიზიამ და არც რადიომ არ გამოაქვეყნა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა