„ქართული ოცნების“ ლიდერებმა აჭარაში შეხვედრები გამართეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარაში პარტიის ადგილობრივ ლიდერებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაალ მიქელაძე, რესან კონცელიძე, ელისო ბოლქვაძე, ანზორ ბოლქვაძე, ალეკო ტაბატაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები და მმართველი პარტიის საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს.

პარტიის ლიდერებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე.

19 და 20 ივლისს პარტიის ხელმძღვანელები ქობულეთსა და ამბროლაურში, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში პარტიის ადგილობრივ ლიდერებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდებიან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს