ირაკლი ღარიბაშვილი ტაშკენტის ტექნოპარკში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ტაშკენტის ტექნოპარკში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა, დელეგაციასთან ერთად ტექნოპარკი დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო.

ირაკლი ღარიბაშვილს ტექნოპარკის ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ ინფორმაცია უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ჟამშიდ ხოჯაევმა, ტექნოპარკის დირექტორმა სარვარ ახადოვმა და ტაშკენტის მერმა ჯახონგირ არტიკხოჯაევმა მიაწოდეს.

„ტაშკენტის ტექნოპარკი 2019 წელს დაარსდა და ტექნიკურ, ელექტრონულ, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო პროდუქციას აწარმოებს. აღნიშნული პროდუქცია ორიენტირებულია, როგორც შიდა, ისე უცხოურ ბაზარზე. ტექნოპარკის ტერიტორიაზე 13 საწარმოო ობიექტი ფუნქციონირებს და 5 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული”,- აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო