ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

19 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმეს მოსამართლე ლევან ყოლბაია განიხილავს.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას გალიფ ოზთურქის ადვოკატმა თენგიზ კახიძემ განაცხადა, დაცვის მხარე სასამართლოს გალიფ ოზთურქის საპატიმროს დატოვების სანაცვლოდ, გირაოს სახით, მილიონ ლარს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმში დააკავა.

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პროკურატურამ ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს.

გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე - ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები ძვირდება - პირველადი ჯარიმა 50 ლარი დარჩება, ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის კი თანხა გაიზრდება
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო