DRI პრემიერ-მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს, შეიმუშაოს ჯანდაცვის სფეროში არსებული დაფინანსების ერთნაირი მიდგომა

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რეკომენდაციით მიმართავს, გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სფეროში არსებული დაფინანსების ერთნაირი მიდგომის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" განცხადებას ავრცელებს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან.

პანდემიის დროს სამედიცინო სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების და არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიების მიზნით ორგანიზაციამ ჩაატარა შეხვედრები თბილისში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასაქმებულ სამედიცინო პერსონალთან. გარდა ამისა, ინფორმაციის გაცვლის მიზნით შეხვედრა შედგა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ და დევნილთა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

შესწავლის შედეგად, დღეს არსებული მდგომარეობით, დევნილის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ეთნიკურად აფხაზი და ოსი მოსახლობისგან განსხვავებით, დაფინანსების კუთხით არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან.

DRI მიმართავს საქართველოს მთავრობას:

უზრუნველყოს ჯანდაცვის სფეროში არსებული დაფინანსების კუთხით ერთნაირი მიდგომები.

მოგვაწოდონ ინფორმაცია აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად დაგეგმილი ან განხორციელებული ნაბიჯების შესახებ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს