პაატა მანჯგალაძე - როცა  „ქართული ოცნება“ არაფორმალური და ოლიგარქიული მმართველობის მტკიცებულებებს ითხოვს, იმაზე ცხადი და ნათელი მტკიცებულება, ვიდრე ღარიბაშვილი და მისი წერილია, რა შეიძლება მოიტანო?!

როცა „ქართული ოცნება“ არაფორმალური და ოლიგარქიული მმართველობის მტკიცებულებებს ითხოვს, იმაზე ცხადი და ნათელი მტკიცებულება, ვიდრე ღარიბაშვილი და მისი წერილია, რა შეიძლება მოიტანო?! - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე პრემიერ- მინისტრის წერილს, რომლითაც მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართა.

მანჯგალაძის თქმით, ის ფაქტი, რომ წერილში საუბარი არ არის ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანზე, რუსულ საფრთხეზე და მხოლოდ ივანიშვილზე საუბრობს პრემიერი, უკვე ქმნის ქვეყანაში არსებული არაფორმალური მმართველობის მტკიცებულებას.

„ღარიბაშვილის წერილის შინაარსმა თავად შექმნა არაფორმალური და ოლიგარქიული მმართველობის მტკიცებულება. როცა „ქართული ოცნება“ ამის მტკიცებულებებს ითხოვს, იმაზე ცხადი და ნათელი მტკიცებულება არაფორმალური მმართველობის, ვიდრე ღარიბაშვილია, რა შეიძლება მოიტანო? 2015 წელს ღარიბაშვილი ემზადებოდა 4-წლიანი სამოქმედო გეგმისთვის და სმს-ით გადააყენა ივანიშვილმა, ეს ყველამ კარგად ვიცით. მერე იყო დავიწყებული კაცი და ისევ ბიძინა ივანიშვილს გაახსენდა. ისე გადააყენეს, რომ არც უკითხავთ და ალბათ, ისე დააბრუნეს, არც ეს უკითხავთ მისთვის. ამაზე მეტი მტკიცებულება არაფორმალური მმართველობის. რა უნდა იყოს? ახსენა ამ წერილში ქართველი ხალხი და მისი ისტორიული ნება? ახსენეს, რომ რუსეთის ოკუპაციასთან პირისპირ დარჩენა არ შეიძლება? - არა, იყო ქებაი და დიდებაი ბიძინა ივანიშვილისა - „გმადლობთ ბატონო ბიძინა, რომ მზე ამოდის“ - ეს არის „ქართული ოცნების“ სტილი.თავისუფლებას არ ჰყავს იმაზე დიდი მტერი, ვიდრე არის კმაყოფილი და გამძღარი მონა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უმეტესობა არის კმაყოფილი და გამძღარი მონების პარტია. მათ საქართველო არ აინტერესებთ, აინტერესებთ სკამი, რომ გააგრძელონ ხალხის ძარცვა, რაც შეიძლება დიდხანს,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ: რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიას მოუწოდებს, მკაფიო პოზიცია გამოხატოს ევროპარლამენტის რეზოლუციაში გამოთქმულ „უსაფუძვლო ბრალდებებზე“ და ასევე, გაემიჯნოს კომისიის შეფასებით დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ამის შესახებ პრემიერი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის მიმართ ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა, რათა ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა