შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტ კატრინ გიორინგ-ეკარდტს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებთ. მან მადლიერება გამოხატა გერმანიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროკავშირში წევრობის გზა და ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების განხორციელებაზე.

შალვა პაპუაშვილმა და კატრინ გიორინგ-ეკარდტმა აგრეთვე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესია და მისი შედეგები საქართველოსა და რეგიონისთვის.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა