ნიკოლოზ სამხარაძე - ნათელი პასუხები გვჭირდება, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დეოლიგარქიზაცია მოხდეს - უნდა მივიღოთ ისეთი კანონი, როგორც უკრაინამ მიიღო?

საჭიროა ნათლად განიმარტოს, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია - ეს არის საკითხი, რამაც ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.

როგორც სამხარაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, ევროკომისიის პრეზიდენტისადმი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წერილს კონკრეტული თემა ჰქონდა და ეს თემა სწორედ დეოლიგარქიზაციის საკითხის განმარტებას ეხებოდა.

„საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დღევანდელ შეხვედრაზეც გვქონდა საუბარი იმ რამდენიმე საკითზე, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებში ბუნდოვანია და საჭიროებს დამატებით განმარტებებს. სტუმარიც დაგვეთანხმა, რომ ამ თემებზე საჭიროა ევროკავშირთან ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ შემდეგ არ იყოს გაუგებრობები, თუ რას ნიშნავს დეპოლარიზაცია, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რას ნიშნავს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა.

12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი ბუნდოვანია და გაზომვადი არ არის. საკითხებზე, რომელიც გაზომვადი არ არის, ჩვენ გვჭირდება ნათელი პასუხები.

ერთ-ერთი თემა, რომელიც ბუნდოვანია, დეოლიგარქიზაციაა. ამაზე ნათელი პასუხები გვჭირდება, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დეოლიგარქიზაცია მოხდეს. უნდა მივიღოთ ისეთი კანონი, როგორც უკრაინამ მიიღო?“, - განაცხადა სამხარაძემ.

კითხვაზე, პრემიერის წერილით ხომ არ დადასტურდა საქართველოში არაფორმალური მმართველობის არსებობა, სამხარაძემ აღნიშნა, რომ არაფორმალური მმართველობა წერილით, სატელეფონო ზარით ან რაიმე სხვა ერთჯერადი ქმედებით არ შეიძლება დადასტურდეს.

„არაფორმალური მმართველობა შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნათელი ფაქტებია იმის, რომ ვიღაც გარედან ერევა სახელმწიფოს ან მთავრობის მმართველობაში“, - დასძინა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა