სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის ნაადრევად ჩანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, კოლეგიის თავმჯდომარე მერაბ ჯორბენაძემ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის ნაადრევად ჩანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მოსამართლე 21 ივლისიდან შვებულებაში გადის, რის გამოც, სხდომა დღევანდელ დღეს დანიშნეს.

„სატელევიზიო ეთერში გაჟღერდა სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებული გარემოებები თითქოს, სასამართლომ ნაადრევად ჩანიშნა სხდომა. საქმე შემოვიდა 2022 წლის 1-ელ ივლისს, 295-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს დასაშვებობის 10-დღიანი ვადა გააჩნია, შესაბამისად, 7 დღეში მოხდა საჩივრების დაშვება და 1 თვეში უნდა მომხდარიყო სხდომის თარიღის განსაზღვრა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 21 ივლისიდან შემადგენლობის ერთ-ერთი წევრი იმყოფება კუთვნილ შვებულებაში, ავირჩიეთ 19 ივლისი, რომ არ მომხდარიყო სხდომის ფორმალურად დანიშვნა და შვებულების გამო გაუხსნელად გადადება",- განაცხადა ჯორბენაძემ.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებს განიხილავენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს