ირაკლი ღარიბაშვილი - ორმხრივი ურთიერთობების ზრდის დადებითი დინამიკის უზრუნველყოფის იდეის ერთგულნი ვართ და უზბეკეთის რესპუბლიკისთვის ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია

უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ორმხრივი ურთიერთობების ზრდის დადებითი დინამიკის უზრუნველყოფის იდეის ერთგულია.

“ნაყოფიერი საუბარი მქონდა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების ფართო სპექტრი. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების ზრდის დადებითი დინამიკის უზრუნველყოფის იდეის ერთგულნი ვართ და ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს