ნიკა სიმონიშვილი - დასკვნის ფარგლებში, რომელიც გვარამიას საქმესთან დაკავშირებით დავდეთ, მზად ვარ, სასამართლოზე გამოვცხადდე და მივცე ახსნა-განმარტება

დასკვნის ფარგლებში, რომელიც გვარამიას საქმესთან დაკავშირებით დავდეთ, მზად ვარ, სასამართლოზე გამოვცხადდე და მივცე ახსნა- განმარტება,- ამის შესახებ საია- ს ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, რითაც ადვოკატების მიერ დაყენებულ შუამდგომლობას გამოეხმაურა, რომ სიმონიშვილი სასამართლოზე დაკითხვაზე მივიდეს.

სიმონიშვილის თქმით, მისთვის ცნობილი იყო, რომ ადვოკატები ამ შუამდგომლობის დაყენებას გეგმავდნენ.

"ჩემთვის ცნობილია ამ შუამდგომლობის შინაარსი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩვენ გამოვაქვეყნეთ დასკვნა, სადაც ვაკრიტიკებდით ამ განაჩენის შინაარსსაც. ასევე, ამ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პროცედურულ დარღვევებსაც. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ამ შუამდგომლობის დაყენება იგეგმებოდა და როგორც ამ პროცესის შემფასებელი, ობიექტური დამკვირვებელი, ეს ცნობილი იყო და თუ სასამართლო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და დააკმაყოფილებს, იმ დასკვნის ფარგლებში, რომელიც ჩვენ დავდეთ, მზად ვარ, სასამართლოზე გამოვცხადდე და სასამართლოს მივცე შესაბამისი ახსნა- განმარტება,"- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ცნობისათვის, "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა საქმეზე რამდენიმე წერილობითი დოკუმენტის დართვა მოითხოვა, ასევე, რამდენიმე პირის, მათ შორის, ნინო ლომჯარიას, მაია კოპალეიშვილის, ნიკა სიმონიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რომელთაც ნიკა გვარამიას საქმეზე მოსაზრება-დოკუმენტი აქვთ დაწერილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა