ანა ბუჩუკური - ივანიშვილი იქნება თუ მომავალში ნებისმიერი სხვა, იმისთვის, რომ მოხდეს ამ ყველაფრის აცილება და აღმოფხვრა, მნიშვნელოვანია ყველა იმ რეფორმის ზედმიწევნოთ გატარება, რომელიც მოთხოვნილია ევროკავშირის მხრიდან

პარტია „საქართველოსთვის" წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა იმ რეფორმის ზედმიწევნით გატარება, რომელიც ევროკავშირის მხრიდან არის მოთხოვნილი.

როგორც მან შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ნებისმიერი ქვეყნის კანონის ასლის გაკეთება, უბრალოდ ფორმალური მიზნებისთვის არის გაკეთებული.

„რა არის დეოლიგარქიზაცია?!- ეს არის ჭარბად და უკანონოდ კონცეტრირებული ძალაუფლების დემონტაჟი და ეს პოზიცია დავაფიქსირე შეხვედრაზე. დღევანდელ კონტექსტში ბატონი ივანიშვილი იქნება, თუ მომავალში ნებისმიერი სხვა, იმისთვის, რომ მოხდეს ამ ყველაფრის აცილება და აღმოფხვრა, მნიშვნელოვანია ყველა იმ რეფორმის ზედმიწევნოთ გატარება, რომელიც ევროკავშირის მხრიდან არის მოთხოვნილი. სხვათაშორის, ამ პოზიციას იზიარებენ ჩვენი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. დღევანდელ შეხვედრაზე ვიხილეთ უკრაინაში არსებული კანონის პრეზენტაცია და ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ნებისმიერი ქვეყნის კანონის ასლის გაკეთება, ეს არის უბრალოდ ფორმალური მიზნებისთვის გაკეთებული", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

როგორც ის აღნიშნავს, არასოდეს ხდება რომელიღაც ქვეყნის კანონის ასლის გადმოღება არსებული კონტექსტის გათვალისწინების გარეშე.

„ერთის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ კანონის პერსონიფიცირება არ უნდა მოხდეს, ხოლო მეორე მხრივ, იმავე შეხვედრაზე თავად ამბობენ, რომ კანონი, რომელიც მიიღება, შეეხება ყველას და ყველაფერს, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. ჩვენთვის მთავარი არის იმ პრობლემის გადაწყვეტა, რომლის წინაშე ქვეყანა დგას. უნდა მოხდეს ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, რადგან არასოდეს ხდება რომელიღაც ქვეყნის კანონის ასლის გადმოღება არსებული კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. ეს კანონი შესაძლოა მუშაობდეს უკრაინაში, მაგრამ აპრიორი არ ნიშნავს, რომ საქართველოში ასლი უნდა გადმოვიტანოთ. ჩვენთან არის კონკრეტული პრობლემა და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად სათანადო გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ ", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში, ოლიგარქიზაციის საკითხზე პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც “ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი წარადგინა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო