დიდუბეში სკრინინგ ცენტრის განახლებული ფილიალი გაიხსნა

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარესთან, თინათინ ნიბლოშვილთან და დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გელა ჩივიაშვილთან ერთად, ეროვნული სკრინინგ ცენტრის დიდუბის განახლებული ფილიალი დაათვალიერა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები რეაბილიტირებული დიდუბის ფილიალის მუშაობას ადგილზე გაეცნენ და სკრინინგ ცენტრის დირექტორ ეთერ კიღურაძისგან განხორციელებული სამუშაოებსა და ფილიალის განვითარების სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია მოისმინეს.

„სკრინინგის უმნიშვნელოვანეს პროგრამას ქალაქ თბილისის მერია ახორციელებს. დღეს ჩვენ მეოთხე სპეციალიზებულ, მოდერნიზებულ სკრინინგ ცენტრს ვხსნით. რეაბილიტაციისა და სარემონტო სამუშაოების შედეგად, შენობა მთლიანად განახლდა და თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა. გვინდა, ჩვენს მოსახლეობას ვთხოვოთ, ამ პროგრამაში აუცილებლად ჩაერთონ და ეს სერვისი სრულიად უსასყიდლოდ მიიღონ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

საკრებულოს ინფორმაციით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ფილიალები, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, დედაქალაქში ოთხ ლოკაციაზეა განთავსებული.

ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის