ადვოკატი აცხადებს, რომ იან მალქოლმ ჰოქის მიერ დაწყებული დავა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ „სამართლებრივი აბსურდია“

„თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, „თიბისი” ბანკის ბრიტანელი აქციონერის იან მალკოლმ ჰოქის მიერ დაწყებული დავა ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ „სამართლებრივი აბსურდია“.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, იან მალკოლმ ჰოქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით 2022 წლის 16 ივნისს მიმართა, რითაც ითხოვს, „თბს ბანკისთვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ასევე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აეკრძალოთ “თიბისი“ ბანკიდან ნებისმიერი ფორმით დივიდენდის მიღება და განკარგვა.

ზვიად კორძაძის თქმით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ დაწყებული პოლიტიკური დევნა გრძელდება.

ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტი რითაც მისი თქმით, დგინდება, რომ ბრიტანელი იან მალკოლმ ჰოქი, რომელიც თავს „თიბისი“ ბანკის აქციონერად ასახელებს, სინამდვილეში საერთოდ არ არის აღნიშნული ბანკის აქციონერი.

ასევე „თიბის ბანკის“ აქციონერები 2022 წლის 29 ივნისიდან არ არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქმე მდგომარეობს აბსურდში, ვინაიდან ხაზარაძე-ჯაფარიძეს დივიდენდის აღება აუკრძალეს იმ კომპანიაში, სადაც მას ისედაც არ იღებდნენ.

ამ ფონზე, კი ადვოკატის განმარტებით, სასამართლოს გამოაქვს ისეთი წარმოუდგენელი განჩინება, რომელიც არ აღსრულდება.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა სააქციო საზოგადოება “თბს ბანკის” აქციონერმა იან მალკოლმ ჰოქმა. ამავე დოკუმენტში წერია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადება მოტივირებულია იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეები: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, როგორც “თიბისი ბანკის” აქციონერები ემზადებიან დივიდენდის მისაღებად. ამის საფუძველზე სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაადგინა, რომ მოპასუხეებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოცემულ საქმეზე გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე აეკრძალოთ „თიბისი ბანკიდან“ დივიდენდის მიღება. ანუ განჩინებით ჩვენ გავიგეთ, რომ სასამართლოს მიმართა „თბს ბანკის“ აქციონერმა ვინმე ჰოქმა, სასამართლომ თქვა, რომ ასევე „თიბისი ბანკის“ აქციონერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ იმისთვის, რომ დივიდენდი არ აიღონ უნდა გამოიყენოს კონკრეტული ღონისძიება და მათ „თიბისი ბანკში“ აუკრძალა შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომრით დივიდენდის მიღება“, - აცხადებს კორძაძე.

ზვიად კორძაძის თქმით, ის რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ არიან „თიბისი ბანკის“ აქციონერები ამაზე პასუხი თვითონ ბანკისგანაც მიიღო, როდესაც შესაბამისი კითხვით მიმართა.

„ უკვე სასაცილო მდგომარეობამდე მივდივართ. ეს აღარ არის იურიდიული კაზუისტიკა. რა არის ეს ყველაფერი, რის საფუძველზე გამოიტანა სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება, რა არის ეს, თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული საქმე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ. ანუ პირი, ვისაც სარჩელი შეაქვს არ არის „თიბისი ბანკის“ აქციონერი. ასევე პირები: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომელთა წინააღმდეგაც სარჩელი შეაქვთ, არ არიან „თიბისი ბანკის“ აქციონერები, შესაბამისად, „თიბისი ბანკიდან“ დივიდენდს ფიზიკურად ვერ მიიღებენ. ამ დროს კი სასამართლოს გამოაქვს წარმოუდგენელი განჩინება, განჩინება, რომელიც არ აღსრულდება. ეს განჩინება, რომც არ გაუქმდეს ამით ვერაფერი მოხდება, იმიტომ, რომ პირებს დივიდენდის აღება აუკრძალეს იმ კომპანიაში, სადაც ისედაც არ იღებენ დივიდენდს. ამასთან, მთელი სარჩელი აგებულია განაჩენზე, მაქვს კითხვა, საიდან აქვს მოსარჩელეს განაჩენი? განაჩენი გვაქვს ჩვენ, ანუ დაცვის მხარეს და პროკურატურას, განაჩენი არ გამოქვეყნებულა და მაინტერესებს, რის საფუძველზე მიმართა მან სასამართლოს? დოკუმენტები რაც გაჩვენეთ, გარდა ჩვენი წერილებისა, საქმეშია. მოსამართლეს შეეძლო ენახა, რომ იან მალკოლმ ჰოქი არ არის „თიბისი ბანკის“ აქციონერი“,- აცხადებს კორძაძე.

ამასთან, ადვოკატი ზვიად კორძაძე დაინტერესდა, მისი კოლეგა დიმიტრი თორაძისგან, რომელიც აინ მალკოლმ ჰოქის ინტერესებს იცავს, იცოდა თუ არა რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სინამდვილეში არ არის „თიბისი ბანკის“ აქციონერი.

ზვიად კორძაძის თქმით, სახეზეა მდგომარეობა, როდესაც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ არაუფლებამოსილი პირის მიერ დაწყებულია სამართლებრივი პროცედურა, სამოქალაქო სამართლებრივი წესით და სასამართლოს მიერ არასამართლებრივი მოტივით გამოტანილია კონკრეტული განჩინება, რომელიც თავისთავად ვერ წარმოადგენს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს.

„თუ ეს ყველაფერი ვინმეს ორგანიზებულია, მაშინ ძალიან ცუდი ორგანიზებულია“, - აცხადებს კორძაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო