ეკა ბესელია - რა საბრალოა ეს კობახიძე - შავი სალარო რა არის, მოყვება ოდესმე, ყველაზე მეტად ამითაა პარტიაში დაკავებული და ენა მაინც გააჩეროს

რა კომენტარი უნდა ვაკეთო ამ კრიმინალის ბოდვაზე? შავი სალარო რა არის -კობახიძე მოყვება ოდესმე, ყველაზე მეტად ამითაა პარტიაში დაკავებული და ენა მაინც გააჩეროს!, - ასე გამოეხმაურა პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ეკა ბესელია „ქართული ოცნებიდან“ იმის გამო წავიდა, რომ „შავი ფული“ ვერ გააკეთა.

ბესელიას თქმით, ის კრიმინალური ჯგუფის გვერდით არასოდეს იქნება.

„რა საბრალოა ეს კობახიძე, რას ბოდავს, თავისივე კომენტარები რომ ავიწყდება. გოგაშვილის ალაპარაკებამ ისე აანერვიულა, დაავიწყდა წამოსვლის შემდეგ მედიას ჩემთვის მომზადებული კაბინეტი რომ დაათვალიერებინა - სპიკერატში ვუმზადებდით კაბინეტსო, სად წავიდაო. ივანიშვილის კომენტარიც დაავიწყდა - „რატომ წავიდა ეკა ვერ გავიგეო“... ჩემი კომენტარიც - კობახიძის თავმჯდომარეობის დროს არასოდეს ვიკადრებ სპიკერატში ყოფნას და ჩვენი გზები სასამართლოს რეფორმის ჩავარდნის გამო გაიყო და 10 მოსამართლის არჩევის მოთხოვნის გამო-მეთქი.

კობახიძის ცნობილი ბოდიშის მოხდაც ახსოვს ბევრს, ვინც უყურებდა ხელით როგორ მოათრევდა ივანიშვილი და კალაძე ჩემთან ბოდიშის მოსახდელად და მოიხადა კიდეც, იმის შიშით, თანამდებობიდან არ გამაგდონო.

რა კომენტარი უნდა ვაკეთო ამ კრიმინალის ბოდვაზე? შავი სალარო რა არის -კობახიძე მოყვება ოდესმე, ყველაზე მეტად ამითაა პარტიაში დაკავებული და ენა მაინც გააჩეროს!

პ.ს. წავიდოდი, აბა, კრიმინალური ჯგუფის გვერდით არასოდეს ვიქნებოდი, რომელთაც სასამართლოს ხელში ჩაგდებაც იმიტომ უნდოდათ, კორუფციაში იოლად ეპოვათ გასაქანი! გოგაშვილს თვალებში შესციცინებდა, რომ ხედავდა და გახარიასაც... ბევრი მინახავს ფსკერზე დაშვებული ლაჩარი და ესეც მათ შორისაა“, - წერს ბესელია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მანამდე განაცხადა, რომ ეკა ბესელია „ქართული ოცნებიდან“ იმიტომ წავიდა, რომ „შავი ფული“ ვერ აკეთა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა