გურამ იმნაძე - არ შეიძლება, რომელიმე ქვეყნის კანონი უბრალოდ, მარტივად გადმოვაკოპიროთ

არ შეიძლება რომელიმე ქვეყნის კანონი უბრალოდ, მარტივად გადმოვაკოპიროთ - დანარჩენი 11 პუნქტის ეფექტიანად, სრულყოფილად განხორციელებით, დეოლიგარქიზაციის მიზანიც მიღწევადია, - ამის შესახებ "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ხელმძღვანელმა, გურამ იმნაძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

იმნაძის თქმით, კარგია ის ფაქტი, რომ არსებობს ამბიცია, რეფორმები წლის ბოლომდე განხორციელდეს, თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია აქცენტი ამ რეფორმების შინაარსობრივ მხარეზე გაკეთდეს.

ამასთან როგორც იმნაძე აღნიშნავს, საჭიროა არა მხოლოდ რიტორიკის დონეზე განცხადებები, არამედ კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, რომ უნდობლობის პრობლემა, რაც არსებობს, მოგვარდეს და რეალური შესაძლებლობები შეიქმნას თანამშრომლობის.

"ზოგიერთ საკითხს სამუშაო ჯგუფი ნამდვილად სჭირდება, თუმცა, იმ საკითხებს, რომელზეც რეფორმებია გასატარებელი, სამუშაო ჯგუფები არ სჭირდება. პრობლემა ზოგადად არის ის, რომ არ არსებობს საკმარისი ნდობა როგორც პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ისე პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას შორის. ამ უნდობლობის დაძლევას არა მხოლოდ რიტორიკა სჭირდება, არამედ ქმედითი, კონკრეტული ნაბიჯები და ალბათ, ამისთვის ყველაზე მეტი სივრცე ხელისუფლებას აქვს, რომ აჩვენოს მზაობა, რომ მართლა აპირებენ რეფორმების გატარებას და ნაბიჯების გადადგმას, რომელიც შეიძლება მმართველი გუნდის ვიწროპარტიულ ინტერესებს არ ემსახურებოდეს, მაგრამ ემსახურება ამ ქვეყნის, თითოეული მოქალაქის და პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესს.

დეოლიგარქიზაციაზე მოვისმინეთ, უკრაინის კანონმდებლობის მაგვარი მექანიზმის შემოტანა. ჩვენი პოზიციით დეოლიგარქიზაციის საკუთხი არის სპეციფიკური საქართველოს კონტექსტისთვის და არ შეიძლება რომელიმე ქვეყნის მაგალითი უბრალოდ, მარტივად გადმოვაკოპიროთ. მნიშვნელოვანია ადგილობრივი პოლიტიკური, ეკონომიკური კონტექსტის შეფასება და ამის მიხედვით გადაწყვეტილების მიღება. ჩვენი პოზიციით დანარჩენი 11 პუნქტის ეფექტიანად სრულყოფილად განხორციელებით დეოლიგარქიზაციის მიზანიც მიღწევადია, რადგან ამით მეტად გაძლიერდებიან ინსტიტუტები და მათზე არაფორმალური გავლენები შემცირდება", - განაცხადა იმნაძემ.

ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელებს შეხვდა. შეხვედრაზე განსახილველი საკითხი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა