მამუკა მდინარაძე -  „ნაცებმა’’ ზუსტად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, მაგრამ ქვეცნობიერში მისი არსებობა იმდენად აწუხებთ, იმდენად მძიმე პოლიტიკური ტრავმა აქვთ მიღებული, რომ მისი ქვეყანაში არსებობაც კი, პრობლემად მიაჩნიათ

გულწრფელად მჯერა, „ნაცებმა’’ ზუსტად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, მაგრამ ქვეცნობიერში მისი არსებობა იმდენად აწუხებთ, იმდენად მძიმე პოლიტიკური ტრავმა აქვთ მიღებული თავის დროზე, რომ მისი ამ ქვეყანაში ყოფნაც, მისი არსებობაც კი, პრობლემად მიაჩნიათ” , - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებს ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური არსებობაც კი აშინებთ ამ ქვეყანაში.

,,წარმოიდგინეთ, ისიც კი აშინებთ, ფიზიკურად ეს ადამიანი, რომ არსებობს და ქვეყანაშია. ეს იმდენად აშინებთ და იმდენად ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებთ, რომ თავისი დავალების მიმცემები და ლობისტები საუბრობენ - პატრიოტი თუა წავიდეს ქვეყნიდანო ანუ პატრიოტიზმი დააკავშირეს ქვეყნიდან წასვლასთან. წარმოიდგინეთ რა აბსურდში ვართ გადავარდნილები’’, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო