მიხეილ სარჯველაძე - ანგარიშის მოთხოვნა მოსამართლისთვის მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არ შეიძლება

სამართალი ამბობს, რომ ანგარიშის მოთხოვნა მოსამართლისთვის მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, ვისგანაც და რომელ საქმესთან დაკავშირებითაც არ უნდა იყოს მოთხოვნილი ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად ეთანხმება ნიკა გვარამიას მოსაზრებას, რომ ზეწოლად არ უნდა განიხილებოდეს, თუ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი დაინტერესდებოდა გვარამიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მოტივებით.

სარჯველაძის თქმით, ასეთ მოსაზრებას არ ეთანხმება.

"ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები იმის გამო, რომ კანონით და კონსტიტუციით იკრძალება ზოგადად, მოსამართლისთვის ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ეს არ არის სამართლებრივად გამართული ქცევა. ამით მე არც ვადასტურებ რაიმეს, არც ვამტკიცებ, არ უარვყოფ, ეს სხვამ უნდა გააკეთოს, ეს ჩემი საქმე არ არის. უბრალოდ, ზოგადად, შეფასებას რაც შეეხება, რომ არაფერია მართლსაწინააღმდეგო იმაში, რომ ვინმემ მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე, ვინც არ უნდა იყოს, ეს არ არის სწორი შეფასება. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ არამც და არამც არ გვაქვს უფლება ანგარიში მოვთხოვოთ მოსამართლეს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ეს არის მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების და ინდივიდუალური მოსამართლის მთავარი გარანტიად მიჩნეული მექანიზმი",- განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, თუ დადასტურდა ის, რასაც გვარამიას მოსამართლე აღნიშნავს მის განცხადებაში, მაშინ რას ნიშნავს, სარჯველაძე პასუხობს - "მანამდე გიპასუხეთ, რომ უკანონოა და ახლა რა უნდა გითხრათ, თუ დადასტურდა, მაშინ კანონიერი იქნება - თქო, ხომ არ გეტყვით?"

ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. როგორც მოსამართლე აცხადებს, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს