პაატა მანჯგალაძე - სექტემბრიდან ფართომასშტაბიანი აქციები უნდა დავიწყოთ - ვითარება საგანგებოა და ღონისძიებებიც საგანგებოა საჭირო

სექტემბრიდან ფართომასშტაბიანი აქციები უნდა დავიწყოთ - ვითარება საგანგებოა და ღონისძიებებიც საგანგებოა საჭირო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის თემის წამოწევა ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდის ნაწილია.

„მათი პროპაგანდის მიზანია ქვეყანას ჩამოაშორონ პარტნიორები, მარტო დატოვონ რუსეთის პირისპირ და მერე გვითხრან - რუსეთის გარდა სხვა არჩევანი არ გვაქვს და დასავლეთმა მიგვატოვაო. ჩვენ ყველა რესურსი უნდა დავხარჯოთ, რომ ვამხილოთ „ქართული ოცნება“ და გადავიდეთ ქმედებებზე. ვითარება არის ძალიან საგანგაშო, საგანგებო და ნახევარზომებით ამას ვერ დავასრულებთ, ამიტომ ჩვენი ქმედებებიც უნდა იყოს საგანგებო, იმიტაცია კი არ უნდა შევქმნათ ევროპული პროცესის და დემოკრატიის, არამედ სექტემბრიდან დავიწყოთ ფართომასშტაბიანი აქციები, რომ ხალხმა ხელისუფლებას მიაწვდინოს ხმა და დაიბრუნოს ძალაუფლება. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ვითარება საგანგებოა და ღონისძიებებიც საჭიროა საგანგებო.

ივანიშვილი დასავლეთს ევაჭრება, რომ თუ მილიარდებს არ დაუბრუნებს და სანქციებით დაემუქრება, გახდება პრორუსი და ფეხებზე დაიკიდებს ქვეყნის არჩევანს,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებები არის მძიმე ბრალდება და ის პასუხს საჭიროებს.

„ეს არის ძალიან მძიმე ნიშნები, რაზეც ქვეყანას სჭირდება პასუხები. ერთია საჯარო ჩარევა და მეორეა ფარული ჩარევა. საჯარო ჩარევასთან ერთად თუ ხორციელდება სასამართლოს დამოუკიდებლობაში ფარული ჩარევაც, ეს არის უმძიმესი და ამაზე სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, მათ შორის, არ გამოვრიცხოთ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა იმისთვის, რომ მომავალში ეს იყოს აბსოლუტური ფორმით დაზღვეული“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო