თეონა აქუბარდია - მაშინ, როცა კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩს არაფერს „გაუტარებს“, აფხაზეთის ანექსიის პროცესი გრძელდება - რუსეთს მიაქვს უნიკალური ბიჭვინთა და „ქართული ოცნება“ ამას მარტივად „ატარებს“

მაშინ, როცა ქვეყანაში ანტიდასავლური რიტორიკა ძლიერდება და „ქართული ოცნება“ თუ მისგან განდგომილი დეპუტატები აშშ-ს ელჩსა და დასავლეთზე შტურმს ახორციელებენ, ხოლო კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩს არაფერს „გაუტარებს“, რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის პროცესი გრძელდება, რაზეც „ოცნება“ დუმს და მათივე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, მარტივად „ატარებს“ ყველაფერს,- ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაგმოს რუსეთის მიერ ბიჭვინთის ანექსიის ფაქტი.

„2 დღეა აფხაზეთში მიმდინარეობს მძიმე პოლემიკა და პროტესტი იმ ე.წ. ხელშეკრულებაზე, რომელიც ბიჭვინთის რუსეთისთვის მფლობელობაში გადაცემას ითვალისწინებს. საუბარია ისტორიულ კომპლექსზე თავის სანაპირო ზოლით, საუბარია იმაზე, რომ რუსეთს მიაქვს უნიკალური ისტორიული ადგილი ბიჭვინთა და ეს რიგით მეორე ანექსიის შემდგარი ფაქტია. ამაზე სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან არც ერთი განცხადება არ მოგვისმენია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აძლიერებს ანექსიურ პროცესებს. მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ მმართველ პოლიტიკურ ელიტას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრემიერ-მინისტრს, როცა თავს ესხმით დასავლეთს, რომელიც ერთადერთი ფარია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, როცა აცხადებთ, რომ არ გაუტარებთ აშშ-ის ელჩს და ღიად ატარებთ ოკუპაციას და შემდგარ ანექსიას, ამაზე დუმილს ამჯობინებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ დიდი გული დასავლეთის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, რომელზეც დგას ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და არ ეწინააღმდეგებით რუსეთის არამხოლოდ საოკუპაციო, არამედ ანექსიურ პროცესებს და იმ დასავლეთს, რომელსაც თავს ესხმით, არ მოუწოდებთ, ხმა აიმაღლოს იმ ანექსიურ პროცესებზე, რომელიც აფხაზეთში აქტიურად მიმდინარეობს. ეს დამოკიდებულება საქართველოს აყენებს საფრთხის წინაზე, რომ მარტო დარჩეს რუსეთთან.

მოვუწოდებ ხელისუფლებას გააკეთონ განცხადება ბიჭვინთის ანექსიის მორიგ ფაქტზე, დაგმონ ეს ფაქტი და მიმართონ პარტნიორებს, რომელსაც საუბედუროდ თავს ესხმიან, რათა ქვეყანას ჰქონდეს მხარდაჭერა, თავი დაანებონ პარტნიორებზე თავდასხმებს, რომელზეც დგას ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა,“ - განაცხადა აქუბარდიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა