მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო.

დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, მოსამრთლე ნინო ჩახნაშვილმა პენიტენციური დაწესებულებიდან ცნობა და კლინიკა „ვივა მედიდან“ წარდგენილი ცნობა წაიკითხა.

კლინიკის მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში მითითებული იყო, რომ პაციენტ მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ძლიერი სისუუტე, უჭირს გადაადგილება და ძირითადად, მწოლიარეა, რის გამოც, მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ, მის პროცესზე გამოცხადებას.

შემდეგი სასამართლო პროცესი 24 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა