დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, შეხვდა თუ არა ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს.
როგორც მან დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარე იყო, კელი დეგნანთან შეხვედრები იმართებოდა.
„როდესაც ბიძინა ივანიშვილი გახდა პარტიის თავმჯდომარე ეს შეხვედრები იმართებოდა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტია დატოვა არ ვიცი შეხვდა თუ არა, არ მაქვს ინფორმაცია",- აღნიშნავს კალაძე.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, „კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“.