ევროპარლამენტარებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც აღნიშნული შეხვედრის დაწყებამდე ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელმა, გურამ იმნაძემ განაცხადა, მხარეებს შორის საუბარი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და სამართლებრივ კონტექსტს, ასევე ევროკავშირის 12- პუნქტიანი გეგმის შესრულებას.

მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის პუნქტი ყველაზე მეტ კითხვებს აჩენს, როგორც პოლიტიკოსებში, ასევე საზოგადოებაში, შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან მკაფიო პოზიციების მოისმენენ.

,,ჩვენი საუბარი ძირითადად შეეხება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და სამართლებრივ კონტექსტს, ცხადია, ვისაუბრებთ 12- პუნქტიანი გეგმის შესრულებაზეც. რამდენიმე კვირის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოვადგინეთ შინაარსობრივი მხარე თუ როგორ უნდა განხორციელდეს რეკომენდაციები. ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი არის მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემის რეფორმა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, სამწუხაროდ ეს არის პუნქტი, რომელიც ყველაზე მეტ კითხვებს აჩენს როგორც პოლიტიკოსებში, ასევე საზოგადოებაში. შესაბამისად, კარგი იქნება უფრო მკაფიო პოზიციების მოსმენა ევროკავშირის მხრიდანაც”, - აღნიშნა გურამ იმნაძემ.

საქართველოს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია სტუმრობს. დელეგაციის წევრებმა თბილისში შეხვედრები დღეიდან დაიწყეს. დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს