ალუდა ღუდუშაური - საჭიროა, ნათელი მოეფინოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ დასმულ საკითხს - საჭიროა, პოზიციის დაფიქსირება და ჩვენ ამ პოზიციას აშშ-ს საელჩოსგან დღემდე ველით

საჭიროა ნათელი მოეფინოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ დასმულ საკითხს - საჭიროა პოზიციის დაფიქსირება და ჩვენ ამ პოზიციას აშშ-ს საელჩოსგან დღემდე ველით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურის შეფასებით, მოსამართლე მის მიმართ ერთგვარ ირიბ ზეწოლაზე საუბრობს, რაც დემოკრატიასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებზე ირიბი ზეწოლის მცდელობაა.

„საჭიროა მკაფიო პასუხის გაცემა აშშ-ს საელჩოს მხრიდან. ეს უნდა იყოს ოფიციალური პასუხი. საკითხს ნათელი უნდა მოეფინოს - მისი მიჩქმალვა და გვერდით გადაწევა არ შეიძლება.

მოსამართლის მიერ ანგარიშის ჩაბარების და მის მიერ განხილული საქმის შინაარსობრივი მხარის მოთხოვნა არა თუ დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, არამედ მთლიანად იმ ღირებულებების წინააღმდეგ წასვლაა, რა ღირებულებებზეც აშშ-ი, ევროპული დემოკრატია დგას და რა ღირებულებებისკენ ჩვენ ურყევად მივდივართ“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ იმის თაობაზე ისაუბრა, რომ მას აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი – კევინ ბურკი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში შეხვდა, რომელიც იმით დაინტერესდა, თუ რატომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გამოიყენა საპატიმრო სასჯელი ნიკა გვარამიას მიმართ. როგორც ჩხიკვაძე აცხადებს, ამის შემდეგ მას საელჩოს თანამშრომელმა აცნობა, რომ ამორიცხული იყო იმ ექვსი მოსამართლის სიიდან, რომლებიც აშშ-ში სასწავლო პროგრამით მიემგზავრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს