ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე წამოწევენ იმ საკითხებს, „რომელიც ეხება ზოგიერთი ევროპარლამენტარის უხეშად ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში“

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს ხვდება.

როგორც მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, შეხვედრაზე წამოსწევენ "იმ საკითხებს, რომელიც ეხება ზოგიერთი ევროპარლამენტარის უხეშად ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში."

"ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ. ევროპარლამენტარებსაც, ალბათ, ექნებათ თავის კრიტიკული შენიშვნები. თუმცა, ველოდებით კონსტრუქციულ, მეგობრულ რეჟიმში აზრთა გაცვლა-გამოცვლას და დიდი იმედი მაქვს, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას,"- განაცხადა სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იქნება ევროკომისიის რეკომენდაციები, ასევე როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენები, ისაუბრებენ სამომავლო გეგმებზეც.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილავენ ასევე უკრაინაში რუსეთის აგრესიას, თუ რა გავლენა აქვს მას ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისთვის და უსაფრთხოებისთვის, ასევე საქართველოს საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოებისთვის.

შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტში დაგეგმილია ასევე ევროპარლამენტარების შეხვედრა ოპოზიციონერ დეპუტატებთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა