ნინო ლომჯარია - ჩემი მთავარი შეთავაზება ევროპარლამენტარების მიმართ იყო ის, რომ საჭიროა მეტი სიცხადის შეტანა, რამდენად სწორად ხდება პუნქტების შესრულება ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის მხრიდან

ჩემი მთავარი შეთავაზება ევროპარლამენტარების მიმართ იყო ის, რომ საჭიროა მეტი სიცხადის შეტანა, რამდენად სწორად ხდება პუნქტების შესრულება ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის მხრიდან, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლომჯარიას შეფასებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით საჭიროა სამუშაო ფორმატის შექმნა, რომელსაც ექნება რეგულარული ხასიათი და უნდა იყოს ინიცირებული საქართველოს მხრიდან.

„ევროპარლამენტის დეპუტატებს აინტერესებდათ სახალხო დამცველის რეკომენდაციები და ხედვა 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. ჩემი მთავარი შეთავაზება მათ მიმართ იყო ის, რომ საჭიროა მეტი სიცხადის შეტანა, რამდენად სწორად ხდება ამ პუნქტების შესრულება ხელისუფლების თუ ოპოზიციის მხრიდან. კარგი იქნება თუ სამუშაო ფორმატები შეიქმნება და ეს პროცესი უფრო რეგულარული გახდება. როგორც მივიღე ინფორმაცია დელეგაციის წევრებისგან, მსგავსი ტიპის შეხვედრა უკვე გაიმართა დელეგაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის. კარგი იქნება, თუ ამ შეხვედრების შესახებ მოხდება საზოგადოების ინფორმირება. საჭიროა სამუშაო ფორმატი, რომელსაც ექნება რეგულარული ხასიათი და უნდა იყოს ინიცირებული საქართველოს მხრიდან, ვინაიდან ჩვენ უნდა გადავდგათ უფრო აქტიური ნაბიჯები“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მათი საუბარი ასევე შეეხო „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხებს. როგორც ნინო ლომჯარიამ განმარტა, მნიშვნელოვანი იქნება მათი მხრიდან ამ საკითხზე სამომავლოდ აპელირება იმიტომ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი ერთ-ერთი ყველაზე დაუსაბუთებელი და უსამართლოა.

„მე ვისაუბრე გვარამიას საქმეზეც, ვინაიდან მათ რეზოლუციაშიც ჰქონდათ ნახსენები ეს საქმე. კიდევ ერთხელ ავუხსენი როგორი იყო სახალხო დამცველის პოზიცია გვარამიას განაჩენთან და ბრალთან მიმართებით. აღვნიშნე, რომ მიმართული მაქვს საქართველოს პრეზიდენტისთვის და მნიშვნელოვანი იქნება მათი მხრიდანაც ამ საკითხზე სამომავლოდ აპელირება იმიტომ, რომ გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი ერთ-ერთი ყველაზე დაუსაბუთებელი და უსამართლოა.

ასევე დაინტერესდნენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მივაწოდე ინფორმაცია, რომელსაც ამ წუთას ვფლობ. აღვნიშნე, რომ ველოდებით ექსპერტების დასკვნას და ვინაიდან მასთან შედიან ექსპერტები, ჩვენი ჩართულობის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. გრძელვადიან პერსპექტივაში ვუთხარი, რომ ეს გარემო არ არის მორგებული მისი ავადმყოფობის მკურნალობისთვის და სხვა ტიპის სამედიცინო დახმარებას საჭიროებს“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა