„ნაციონალური მოძრაობა“ კარლ ჰარცელს ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე საქმიანობისთვის მადლობას უხდის

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

პარტია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ელჩის საქმიანობას აჯამებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკის კარლ ჰარცელის დიპლომატიური ძალისხმევა მიმართული იყო საქართველოში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისკენ.

„დღეს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოში ოთხწლიანი დიპლომატიური მისია დაასრულა. მადლობას ვუხდით ბატონ ელჩს საქართველოსა და მისი მოქალაქეების თანადგომისთვის, იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიუხედავად არსებული რთული ვითარებისა, ხელისუფლების ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკისა, მიმართული იყო საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და ღირებულებების დაცვის, ჩვენი თანამოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისკენ.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ინტეგრაცია არის ფუნდამენტური იდეა და მთავარი მიზანი. ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნება არის საქართველოს თავისუფლების, მშვიდობის, განვითარებისა და უსაფრთხოების გარანტი. ამ პროცესში კი, ბატონი ელჩის როლი უმნიშვნელოვანესი იყო.

წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ კარლ ჰარცელს მის შემდგომ საქმიანობაში და დარწმუნებულები ვართ, რომ ყოველთვის და ყველგან დარჩება საქართველოს გულშემატკივრად“, - ნათქვამია განცხადებაში.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო