„სტრატეგია აღმაშენებელი" -  ვგმობთ კარლ ჰარცელის მისამართით „ქართული ოცნების" დაუმსახურებელ თავდასხმას

„სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება.

ოპოზიციური პარტია „ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გმობს და კარლ ჰარცელს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

„ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი" ვგმობთ ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მისამართით „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დაუმსახურებელ თავდასხმას. მადლობას ვუხდით ბატონ ჰარცელს 4-წლიანი გაწეული სამსახურისთვის და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მას. ის არის საქართველოსა და ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი და გვინდა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გაწეული სამსახურისთვის და ვუსურვოთ წარმატებები. საქართველო არასდროს ივიწყებს ნამდვილ მეგობრებს!” - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა