ვიოლა ფონ კრამონი - ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმე ომში ჩავითრიოთ, პირიქით, გვსურს, საქართველო სწორ გზაზე ვიხილოთ, რაც არის გზა ევროკავშირისკენ

ჩვენ, ევროპარლამენტარები ვართ დიდი მეგობრები, დიდი მხარდამჭერები საქართველოსი, თქვენი ქვეყნის, საქართველოს მოქალაქეების და რა თქმა უნდა, მისწრაფების, რომ მიუახლოვდეთ ევროკავშირს, ჩვენ ამას სრულიად ვიზიარებთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირისკენ მომავალ გზაზე საქართველომ გარკვეული კრიტერიუმები უნდა შეასრულოს.

„არსებობს კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მაგიდაზე დევს. ჩვენ ყველამ დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ თქვენს ქვეყანაში, პერსონალურად, პოლიტიკურად, ასევე ფინანსურად. გვსურს, რომ ის, რაზედაც შეთანხმება მოხდა, მაგალითად შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება, შესრულდეს, ეს არის ევროკავშირთან ურთიერთობების საფუძველი. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მხარდამჭერები. ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმე ომში ჩავითრიოთ, პირიქით, გვსურს, თქვენი ქვეყანა სწორ გზაზე ვიხილოთ, რაც არის გზა ევროკავშირისკენ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიციის ჩართულობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„გვსურს, მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, არ აქვს მნიშვნელობა, სად დგანან, ვფიქრობ, უნდა მოხდეს იმის გაცნობიერება, რომ თუკი უარს იტყვით, რა თქმა უნდა ვერ იქნება ინკლუზიური. აი, რატომ გვსურს ვიხილოთ, რომ მინიმუმ ცდილობდნენ და იყვნენ კონსტრუქციულები“,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა