ანზორ ბიწაძე - დროზე რომ მოეხდინათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირება, „ქართულ ოცნებას“, რომ სცოდნოდა, ასეთი განცხადებები რის ფასად დაუჯდებოდათ, რიტორიკა იქნებოდა სხვანაირი

„ქართულ ოცნებას“, კობახიძეს და ამ ადამიანებს რომ სცოდნოდათ, ასეთი განცხადებები რის ფასად დაუჯდებოდა „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, რიტორიკა იქნებოდა სხვანაირი, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ერთ - ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ დასავლელი პარტნიორების კრიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

ანზორ ბიწაძის შეფასებით, ქვეყანა და პარტნიორებიც იმკიან გაყალბებულ არჩევნებზე თვალის დახუჭვის შედეგებს.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ერთად, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვიმკით იმ შედეგებს, რაც მივიღეთ გაყალბებულ არჩევნებზე თვალის დახუჭვით. მათ შორის არის ქალბატონი დეგნანიც, დროზე რომ მოეხდინათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირება და „ქართულ ოცნებას“, კობახიძეს და ამ ადამიანებს, თანამდებობის პირებს, რომლებიც ამ ყველაფერს, პოლიტიკას განსაზღვრავენ ჩვენს ქვეყანაში, რომ სცოდნოდათ, რომ ასეთი განცხადებები ფასად დასჯდომოდა „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, რიტორიკა იქნებოდა სხვანაირი და არც ეს თავდასხმა არ იქნებოდა, მაგრამ ახლა ვეღარავინ ვეღარ დავადანაშაულებთ მოწინააღმდეგე მხარეს იმაში, რომ თუ გასდის, რატომ აკეთებენ? გასდით და აკეთებენ, ასეთი ლოგიკა აქვთ, ასეთი ცხოვრების წესი აქვთ ამ ადამიანებს და ვერანაირად ვერ შევცვლით, მნიშვნელოვანი იყო, რომ აქამდე არ მისულიყო საქმე“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

ანზორ ბიწაძის განცხადებით, ყველაფერ იმაზე, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებდა, დასავლელი პარტნიორების რეაგირება დაგვიანებული იყო.

"ერთადერთი, რასაც მე ვეტყოდი კარლ ჰარცელს, არის მადლობა და ასევე აუცილებლად ვეტყვი, როცა მომეცემა საშუალება, დაგვიანებული იყო რეაგირება „ქართულ ოცნებაზე“ და ზოგადად იმ ყველაფერზე, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებდა. დაგვიანებული იყო რეაგირება ჩვენი პარტნიორების მხრიდან და სამწუხარო რეალობაა ის, რომ არა უკრაინის ეს უმძიმესი ტრაგედია, ეს ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდებოდა და ევროპელების რეაქცია იქნებოდა არასაკმარისი ყველაფერ იმაზე, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. მაგრამ როგორც იტყვიან სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. კარგია, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები გამოფხიზლდნენ. კარგია, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ნათლად, თვალებში უყურებენ სიმართლეს“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა