ქეთევან ჩაჩავა - დროა ხელისუფლებამ შექმნას ქმედითი ფორმატები, გამოიყოს პასუხისმგებელი უწყება ან პრემიერის დაქვემდებარებაში შეიქმნას ჯგუფი/კომისია, რათა დროულად შეიქმნას სამოქმედო გეგმა, რომელიც შეთანხმდება ევროკავშირთან

დროა ხელისუფლებამ შექმნას ქმედითი ფორმატები, გამოიყოს პასუხისმგებელი უწყება ან პრემიერის დაქვემდებარებაში შეიქმნას ჯგუფი/კომისია, რათა დროულად შეიქმნას სამოქმედო გეგმა, რომელიც შეთანხმდება ევროკავშირთან და რომლის მიხედვითაც მოხდება რეფორმების განხორციელება, - ამის შესახებ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა აცხადებს, რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

როგორც ჩაჩავა აღნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია შეწყდეს დეზინფორმაციული და არაკონსტრუქციული განცხადებები.

„სრულიად მიუღებელია ჩვენი დასავლელი პარტნიორების და ევროკავშირის დადანაშაულება იმაში, რომ თითქოს ვინმე ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში. ასევე, არ შეიძლება მოუწოდებდე ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს მაგიდაზე დასხდომისკენ, კონსტრუქციული მუშაობისკენ და მეორე მხრივ იყოს მათზე თავდასხმები, მათი შეურაცხმყოფელი მესიჯები და ეს ყოველივე ისეთი მაღალი რანგის ტრიბუნებიდან, როგორიც არის პარლამენტი და მთავრობა. ორაზროვანია ის ფაქტი, როცა 12 პუნქტის განხორციელების გეგმას და ვადებს საზოგადოებას აცნობენ პარტიული ოფისიდან, პარტიის პირველი პირები. ეს არ არის ბატონი კობახიძის გასაკეთებელი, ეს არ არის არც კონკრეტულად ერთი პარტიის - "ქართული ოცნების" გასაკეთებელი, ეს პროცესი - 12 პრიორიტეტის განხორციელების პირდაპირი ვალდებულება საქართველოს მთავრობას აქვს იმ ვალდებულებასთან ერთად რომ რეფორმების პროცესი იყოს ინკლუზიური და მრავალპარტიული! ამიტომ, დროა ხელისუფლებამ შექმნას ქმედითი ფორმატები, გამოიყოს პასუხისმგებელი უწყება ან პრემიერის დაქვემდებარებაში შეიქმნას ჯგუფი / კომისია, რათა დროულად შეიქმნას სამოქმედო გეგმა, რომელიც შეთანხმდება ევროკავშირთან და რომლის მიხედვითაც მოხდება რეფორმების განხორციელება”, - განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა