ლევან იოსელიანი - ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილი იყო, რომ ოპოზიცია სრულად უნდა შეუერთდეს ყველა ფორმატს, სადაც 12- პუნქტიან გეგმაზეა მუშაობა

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილი იყო, რომ ოპოზიცია სრულად უნდა შეუერთდეს ყველა ფორმატს, სადაც 12- პუნქტიან გეგმაზე ხდება მუშაობა, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, "ქართულ ოცნებას" არ უნდა მისცენ არგუმენტი, შემდგომ ოპოზიცია დაადანაშაულოს იმაში, რომ ეს 12 პუნქტი არ შესრულდა, - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში ევროპარლამენტარებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული დეპუტატები, ალბათ, პერსონალურად შეუერთდებიან ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ ფორმატებს.

"აქ რადიკალიზმი და თავზე ზედმეტის აღება აზიანებს ამ პერსპექტივას. პირდაპირი ტექსტით იყო ნათქვამი, რომ თქვენ უნდა შეუერთდეთ ამ პროცესს. მე სხვის ნაცვლად გამიჭირდება ამაზე საუბარი, მაგრამ ვიცი, რომ კონკრეტული დეპუტატები პერსონალურად ალბათ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. არის პარტიები, რომლებიც რადიკალურ მხარეს რჩებიან",- განაცხადა იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო