არჩილ თალაკვაძე - ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იმ მიღწევებით, რაც საქართველოს ჰქონდა, ევროკავშირს შეეძლო კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიეღო

ევროპარლამენტარებთან ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იმ პროგრესით, მიღწევებით, რაც საქართველოს ბოლო წლებში ჰქონდა, ევროკავშირს შეეძლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიეღო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრების ევროპარლამენტარებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, ის გადაწყვეტილება, რაც იყო მიღებული სტატუსთან დაკავშირებით, არ ნიშნავს და არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ყურადღება უნდა მოდუნდეს იმ საკითხებზე, რაც ქვეყნის მომავალს და ევროპულ პერსპექტივას ეხება. ამასთან, თალაკვაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების პოზიციაა, რომ ოპოზიცია 12 პუნქტის შესრულებისთვის შექმნილ ფორმატებში უნდა ჩაერთოს.

„ცალსახაა, როგორც ჩვენი მხრიდან, ისე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა აქვს საპარლამენტო პოლიტიკას, ევროპულ პოლიტიკას, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას და არა ქუჩის და დესტაბილიზაციის პოლიტიკას. ეს არაერთ შეხვედრაზე ამ ვიზიტის ფარგლებშიც გაჟღერდა. ცალსახაა მათი პოზიცია, რომ პოლიტიკური პარტიები ოპოზიციიდან უნდა ჩაერთონ ფორმატებში, რომელიც შეიქმნა პარლამენტში და მიმართულია რეკომენდაციების შესრულებისკენ. ცხადია, პირველ საკითხად დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შეტანა ჩამონათვალში ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი მოელის საქართველოში უფრო მშვიდ, საქმიან პოლიტიკას",- განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა